რუსი ვარსკვლავები და დიზაინერები მსოფლიოს ატომური იარაღით აშინებენ (+ ფოტოგალერეა)

რუსი ვარსკვლავები და დიზაინერები მსოფლიოს ატომური იარაღით აშინებენ (+ ფოტოგალერეა)

რუსმა დიაზინერებმა ანასტასია ზადორინამ და ქსენია მელნიკოვამ ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე "ორიგინალური" პასუხი მოიფიქრეს. გოგონებმა პატრიოტული მაისურების კოლექცია შექმნეს და რუსებს მოუწოდებენ, ძველი მაისურები მათ ახალ სამოსზე გადაცვალონ.

დიზაინერებმა დაამზადეს პრინტი, რომელზეც აღბეჭდილია ფოტო სარაკეტო კომპლექს "ტოპოლიდან" და ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს "ისკანდერიდან". ფოტოებზე შემდეგი წარწერებია დატანილი: "ტოპოლს სანქციების არ ეშინია"; "სანქციები? ნუ აცინებთ ჩემს ისკანდერებს".

აქციას რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც შეუერთდნენ: მსახიობი ოლგა კაბო, მომღერალი ანა სემიონოვიჩი, სპორტსმენი ნიკოლაი ვალუევი და უბრალო მოქალაქეებიც, რომელთა რიცხვში პატარა ბავშვებიც არიან.

ზოგიერთმა მათგანმა სოციალურ ქსელებში უკვე გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ამ მაისურებში არიან გამოსახულნი.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება