"ისლამური სახელმწიფოს" მხარეს 3 ათასზე მეტი ევროპელი იბრძვის

"ისლამური სახელმწიფოს" მხარეს 3 ათასზე მეტი ევროპელი იბრძვის

სირიასა და ერაყში 3 ათასს გადააჭარბა იმ ევროპელთა რაოდენობამ, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს იბრძვის ან იბრძოდა. ამის შესახებ ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორმა ჟილ დე კერშოვმა "ბიბისის" განუცხადა.

მისივე თქმით, ამ რაოდენობაში შედიან ისინი, ვინც მანამდე იყვნენ რეგიონში, ვინც დაბრუნდნენ და ასევე ამ ტერიტორიებზე მოკლული ევროპელი მებრძოლები.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" 31 ათასი მებრძოლია, რაც სამჯერ მეტია წინა მონაცემებთან შედარებით. ჟილ დე კერშოვმა "ბიბისისთან" საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ავიადარტყმები ევროპაში საპასუხო თავდასხმების რისკს გაზრდის. აგვისტოდან მოყოლებული აშშ-მა 200-ზე მეტი ავიაშეტევა განახორციელა. ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, ორშაბათიდან აშშ-მა და მისმა მოკავშირე არაბულმა სახელმწიფოებმა სირიაში დაიწყეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაშეტევები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა