სერგეი ლავროვი - რუსეთი მზად არის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომისთვის

სერგეი ლავროვი - რუსეთი მზად არის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომისთვის

რუსეთი მზად არის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ერაყის პრემიერ-მინისტრ, ჰაიდარ აბადისთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს ერაყის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რუსული მხარე მზად არის თანადგომა გაუწიოს ერაყის ხელისუფლებას ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას, პირველ რიგში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აგვისტოდან მოყოლებული აშშ-მ 200-ზე მეტი ავიაშეტევა განახორციელა ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, ორშაბათიდან მოყოლებული კი აშშ-მ და მისმა მოკავშირე არაბულმა სახელმწიფოებმა სირიაში დაიწყეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაშეტევები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა