დონეცკში აფეთქებების შედეგად აეროპორტს ცეცხლი გაუჩნდა

დონეცკში აფეთქებების შედეგად აეროპორტს ცეცხლი გაუჩნდა

დონეცკში წუხელ განხორციელებული აფეთქებების შედეგად აეროპორტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. "უნიან"-ის ცნობით, ქალაქში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო. დონეცკის ზოგიერთ რაიონში სროლის ხმა ისმის დღეს დილიდან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ტერორისტებმა რამდენიმე შეტევა მიიტანეს უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე. თავის მხრივ, როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი იუწყება, უკრაინის სამთავრობო ძალები სრულად აკონტროლებენ ვითარებას მარიუპოლის რაიონში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა