რომის პაპი ეკლესიის პედოფილი მღვდლებისგან წმენდას განაგრძობს

რომის პაპი ეკლესიის პედოფილი მღვდლებისგან წმენდას განაგრძობს

რომის პაპმა ფრანცისკმა პარაგვაელი სასაულიერო პირი, რიოჰელიო რიკარდო ლიევერეს პლანო ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ევრონიუსი ავრცელებს.

პაპის მიერ შექმნილი კომისია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეპისკოპოსის საქმიანობას სწავლობდა. როგორც აღმოჩნდა, ეპისკოპოსი ხელს აფარებდა მის დაქვემდებარებაში მყოფ პირს - პადრე კარლოს ურუტიგოიტის, რომელიც 2002 წელს პედოფილიაში დაადანაშაულეს.

ეპისკოპოსის გადაყენებამდე 2 დღით ადრე, ვატიკანში 66 წლის პოლონელი არქიეპისკოპოსი ჯოზეფ ვესოლოვსკი დააპატიმრეს. მას ბრალად ედება 2008-2011 წლებში ბავშვების გარყვნა. პედოფილ მღვდელს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტალიური ყოველკვირეული გამოცემის L'Espresso-ს მიხედვით, პედოფილ მღვდელთან დაკავშირებულ სკანდალში შესაძლოა ეკლესიის სხვა პირებიც აღმოჩდნენ ჩართულნი. გარდა ამისა, კომისია ავსტრალიელი კარდინალის ჯორჯ პელოს საქმის განხილვასაც აპირებს.

რამდენიმე დღის წინ, რომის პაპმა მრევლს პატიება სთხოვა, კათოლიკური ეკლესიის მიერ ბავშვების მიმართ განხორციელებული  სექსუალური ძალადობის გამო, რომელიც ათეული წლის განმავლობასი გრძელდებოდა.

მომზადებულია Euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა