ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს შტაბბინას დღეს დატოვებს

ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს შტაბბინას დღეს დატოვებს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენს თანამდებობაზე ვადა ეწურება და ნატო-ს შტაბბინას დღეს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს ნატო-ს შტაბბინაში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვა.

"გენერალური მდივანი დაემშვიდობება თანამშრომლებსა და საერთაშორისო შტაბის წევრებს. ასევე, გვირგვინით შეამკობეს ნატო-ს ოპერაციებში დაღუპული სამხედროების მემორიალს", - ნათქვამია ნატო-ს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს მე-12 გენერალური მდივანი იყო, 2009 წლის 1 აგვისტოდან. ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მისი ვადა 30 სექტემბერს ამოიწურება. 1 ოქტომბრიდან რასმუსენს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა