"თალიბებმა" 12 მშვიდობიან მოქალაქეს თავი მოკვეთეს

"თალიბებმა" 12 მშვიდობიან მოქალაქეს თავი მოკვეთეს

ავღანეთის აღმოსავლეთით, ღაზნის პროვინციაში "თალიბებმა" 12 მშვიდობიან მოქალაქეს თავი მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ასადულა ენსაფის განცხადებით, კვირის განმავლობაში "თალიბებმა" არჯისტანის რაიონში რამდენიმე სოფელზე განახორციელეს თავდასხმა.

უცხოური მედიის ცნობით, "თალიბების" თავდასხმებს 80 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტებმა ასევე გადაწვეს 60-მდე სახლი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა