რასმუსენი - რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს

რასმუსენი - რუსეთს უახლოეს მეზობლებზე გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს

რუსეთს უახლოეს მეზობლებზე, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სივრცეს ფარავენ, გავლენის ზონის შექმნის გეგმა აქვს და ამის მაგალითი რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვას დაშინებაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა USA Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ტოვებს უფრო ეფექტურ საბრძოლო ორგანიზაციას, რომელსაც სულ უფრო აგრესიულ რუსეთთან მოუწევს საქმის დაჭერა. "სრულიად ცხადია, რომ რუსეთი ახლა პარტნიორად კი არა, მოწინააღმდეგედ მიგვიჩნევს და აშკარაა, რომ მოგვიწევს ამასთან შეგუება", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

როგორც ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ამ პოსტზე ყოფნის განმავლობაში რუსეთის საქციელი მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ნატო-ს შტაბბინა დღეს დატოვა და თანამშრომლებს, ასევე საერთაშორისო შტაბის წევრებს გამოემშვიდობა. მან ასევე, მეუღლესთან ერთად, გვირგვინით შეამკო ნატო-ს ოპერაციებში დაღუპულ სამხედროთა მემორიალი.

დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს რიგით მე-12 გენერალური მდივანი იყო 2009 წლის 1-ელი აგვისტოდან. ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მისი ვადა 30 სექტემბერს ამოიწურება. 1-ელი ოქტომბრიდან ამ პოსტზე მას ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა