უკრაინაში ტერორისტების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში ტერორისტების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში, ტერორისტებმა უკრაინის სამთავრობო ძალებზე შეტევა კვლავ მიიტანეს. დაიღუპა ერთი ადამიანი და 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

უწყების პრესცენტრის ცნობით, ყველაზე დაძაბული ვითარება დებალცევოსთან არის."ამ დროისთვის უკრაინელი სამხედროები სრულად აკონტროლებენ საკუთარ პოზიციებს მარიუპოლის რაიონში და უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ასევე უკრაინის სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ რჩება სტრატეგიული ობიექტი - დონეცკის აეროპორტი", - ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, დასახლებულ პუნქტ სჩასტიეში ტერორისტების თავდასხმის შედეგად განადგურდა ქალაქის საავადმყოფო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა