კატალონიაში 9 ნოემბერს რეფერენდუმი გაიმართება

კატალონიაში 9 ნოემბერს რეფერენდუმი გაიმართება

კატალონიის ლიდერმა არტურ მასმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებს. "ბიბისის" ინფორმაციით, რეფერენდუმი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. რეფერენდუმის მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ ორ შეკითხვას: გსურთ თუ არა, რომ კატალონია იყოს სახელმწიფო? დადებითი პასუხის შემთხვევაში კი - გსურთ თუ არა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი?

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის განცხადებით, რეფერენდუმი უკანონოა და ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერი სახით შეეცდება რეფერენდუმის დაბლოკვას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა