ანა მარგველაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი დრეს-კოდის დარღვევის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ

ანა მარგველაშვილი და ნანუკა თამაზაშვილი დრეს-კოდის დარღვევის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ

პირველი პირების მეუღლეებისა და ოჯახის სხვა წევრების ჩაცმულობას მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები და დიზაინერები ყოველთვის განიხილავენ. ის, ვინც ვერ კარნახობს მოდას, ცდილობს ყოველთვის გემოვნებიანად გამოიყურებოდეს და პროფესიონალების კრიტიკის ობიექტი არ გახდეს. ასე ხდება საზღვარგარეთ, ჩვენთან კი მათ ყველა აკრიტიკებს, პროფესიონალების გარდა. აკრიტიკებენ ძვირადღირებული სამოსის, კაბის სიგრძის, ფეხის ფორმისა და მკლავების გამო. გასულ კვირას კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის ანა მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი გახდნენ. Ambebi.ge მოდის მცოდნეს, ბლოგერსა და ტელეწამყვანს - მერსი სულხანიშვილს ესაუბრა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლისა და პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმულობა შეაფასა.

- მერსი, ანა მარგველაშვილის სამხედრო პრინტით გაფორმებული სამოსით რუსთაველის თეატრში გამოჩენას დიდი კრიტიკა მოჰყვა, როგორ შეაფასებთ მის ამ ჩაცმულობას, დაარღვია ჩაცმის ეტიკეტი პრეზიდენტის ქალიშვილმა?

- შეკითხვას არ უნდა გიბრუნებდეთ, მაგრამ გამიჩნდა სურვილი... ვინ შეაფასა, სოციალური ქსელის მომხარებლებმა? სანტერესოა, დრეს-კოდის მნიშვნელობა რამდენმა მათგანმა იცის. რომ იცოდნენ, მაშინ არც იმაზე ისაუბრებდნენ, რომ პრეზიდენტის ქალიშვილს ანა მარგველაშვილს არასწორად ეცვა, რადგან ანა თეატრს სიამოვნების მისაღებად ეწვია, იმისათვის, რომ სპეკტაკლი ენახა და საღამო სასიამოვნოდ გაეტარებინა. მისი სამოსი შეუმჩნეველი არ დარჩა არც პროფესიული თვალით და იცით რატომ? იმიტომ, რომ გემოვნებიანად და სწორად შეხამებული ჰქონდა მოდის ტენდენცია საკუთარ გემოვნებასთან. და როდესაც ამ ორი დეტალის შერწყმა შეგიძლია, ნიშნავს, რომ გემოვნება გაგაჩნია და ამას გამოხატავ ნებისმიერ სიტუაციაში. დრეს-კოდი სიმბოლური მცნებაა. თუკი მოსაწვევზე ეწერებოდა, რომ სტუმრები აუცილებლად საღამოს კაბებში უნდა ყოფილიყვნენ და ის დაარღვევდა წესს, დრეს-კოდიც დარღვეულად მაშინ ჩაითვლებოდა. ანასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი გემოვნებიანი გოგონაა ჩვენს ქალაქში, რომელმაც იცის, როგორ მოარგოს ტრენდი საკუთარ პერსონალურ სტილს.

- ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმულობას ბარაკ და მიშელ ობამების მიღებაზე...

- რაც შეეხება ქალბატონ ნუნუკა თამაზაშვილს, სამწუხაროდ მოვლენებს მოგვიანებით მოვკარი თვალი სოციალურ ქსელში. აქაც ვხვდებით მოვლენების არასწორ შეფასებას. მას აცვია კოქტეილის კაბა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს საქმიან კაბას, რომლის ტარებაც შესაძლებელია როგორც დღით, ასევე საღამოს და საქმიანი შეხვედრების დროს. წარმოუდგენელია თქვა, რომ ამ ქალბატონმა დრეს-კოდი დააღვია.

- განსაკუთრებით კაბის თეთრი სარჩულის გამო გააკრიტიკეს პრემიერი მეუღლე...

- ფოტოს თუ დავაკვირდებით, მის სარჩულს კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ იმას, თუ როგორ დგას ფოტოს გადაღებისას ქალბატონი თამაზაშვილი. როგორც ხედავთ, კაბა არის მუხლზე დაბალი სიგრძის, რაც ფოტოს სწორ მდგომარეობაში გადაღებისას ფეხის სილუეტს არ აჩენს და ასევე არ ჩანს ფეხსაცმლის ქუსლი, სწორედ ეს იწვევს სრულყოფილი ლუქის არასწორად წარმოჩენას და არა ის სარჩული, რომელიც მოსავს. სასურველი იქნებოდა, რომ ჩულქი ლუქის აწყობისას საერთოდ არ გამოეყენებინა, რადგანაც ამ შემთხვევაში აწყობილი ლუქის ზედმეტ დეტალს წარმოადგენს.

- ქართველებმა მიშელ ობამას ჩაცმულობაც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ უმკლავო კაბა ოფიციალურ წვეულებებზე დრეს-კოდის დარღვევაა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- აშშ პირველი ლედი მიშელ ობამა მსოფლიოს გემოვნებიან ქალბატონთა ათეულში, მოდის კრიტიკოსების შეფასებით, მოწინავე პოზიციებზე იმყოფება. ამერიკულმა VOGUE-მ მას მოდის პირველი ლედის ტიტულიც მიაკუთვნა. მიშელ ობამა ის ქალბატონია, რომელმაც დაარღვია სტერეოტიპები. ეს ის პირველი ლედია, რომელიც მოდის სფეროს მიერ შემოთავაზებულ ტენდენციებს არა მხოლოდ სთავაზობს, არამედ ის თავადაც ხდება დიზაინერების შთაგონების წყარო. ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აღნიშნულ ფოტოზე ქალბატონი ნუნუკა თამაზაშვილის კაბა ჩემთვის პირადად გაცილებით უფრო მინიმალისტური და ეფექტურია ვიდრე აშშ-ის პირველი ლედის. ქართველების უდიდესი პრობლემა ის გახლავთ, რომ არც ჯანსაღი კრიტიკა ვიცით და არც ჩვენიანის დაფასება. სანამ სხვის იმიჯს და ლუქს გავაკრიტიკებთ, სჯობს საკუთარ გარდერობებში შევიხედოთ, თან გავითვალისწოთ, გემოვნებას ფულით ვერ ვიყიდით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება