დონეცკის აეროპორტში შვიდი უკრაინელი მედესანტე დაიღუპა

დონეცკის აეროპორტში შვიდი უკრაინელი მედესანტე დაიღუპა

დონეცკის აეროპორტში, შვიდი უკრაინელი მედესანტე დაიღუპა "ბოევიკების" ტანკის მიერ უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი იური ბირიუკოვი ავრცელებს.

"უნიანის" ინფორმაციით, "ბოევიკების" თავდასხმის შედეგად, დაჭრილია 79-ე ბრიგადის შვიდი მედესანტე. სეპარატისტების ტანკებს ცეცხლი გაუხსნა უკრაინულმა მხარემაც. დონეცკის აეროპორტს ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები აკონტროლებენ, თუმცა ტერორისტები თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ შტურმს ამ სტრატეგიულ ობიექტზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა