"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე დაქორწინდა

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე დაქორწინდა

მომღერალი ლუკა ზაქარიაძე "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული 2013 წელს გახდა. მას შემდეგ ლუკა ძალიან იშვიათად ჩნდება სცენაზე. ამბობენ, რომ ძალიან ჩაკეტილია და ქართული შოუბიზნესის მომღერლებისგან განსხვავდება. ამას მისი ინტერვიუებიც მოწმობდა.

ლუკა წარმოშობით ბათუმელია. პროექტის მსვლელობისას ბევრჯერ იყო აუტსაიდერთა შორის. საბედნიეროდ მაყურებელმა ის ყოველთვის გადაარჩინა. მისმა ნამღერმა „საქართველომ“ კი გულგრილი ვერავინ დატოვა.

გამარჯვების შემდეგ ლუკა მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა სცენაზე. ბევრჯერ უთქვამთ, თუ გვინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს ქართველები რა მაგრად ვმღერით, "ევროვიზიაზე" ლუკა ზაქარიაძე გავუშვათ.

წაიკითხეთ მეტი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება