ჯენიფერ ლოპესს მთვრალი მძღოლი დაეჯახა

ჯენიფერ ლოპესს მთვრალი მძღოლი დაეჯახა

ცნობილი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და ლეა რემინი მალიბუს ჩრდილოეთ სანაპიროზე გზატკეცილზე, შუქნიშანზე წითელი შუქის ანთებისას მანქანით გაჩერდნენ. უეცრად, პატარა პიკაპის მძღოლი მათ უკნიდან დაეჯახა და ისე, რომ ლოპესმა და რემინიმ სიტუაციაში გამორკვევა ვერ მოასწრეს, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ჯეი ლომ და ლეამ პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცავები ავტოშემთხვევის ადგილზე გავიდნენ და მალევე აღმოაჩინეს აღწერილი მანქანა და მძღოლი დააკავეს. მამაკაცი, რომელიც ლოპესს და რემინის დაეჯახა, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იყო.

არც ლოპესი და არც რემინი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაშვებულან. ჯენიფერ ლოპესმა ”ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე დაპოსტა ავარიის შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაურთო: ”ვიღაც მთვრალის ულელი დაეჯახა ჩემს ახალ მანქანას! მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. არ დაჯდეთ საჭესთან ნასვამები! ლეა მთელი დროის განმავლობაში წყნარად იყო”.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება