ჯორჯ ქლუნის ცოლი იულია ტიმოშენკოს ადვოკატი აღმოჩნდა

ჯორჯ ქლუნის ცოლი იულია ტიმოშენკოს ადვოკატი აღმოჩნდა

27 სექტემბერს ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭა ჯორჯ ქლუნი დაქორწინდა. მისი რჩეული ბრიტანელი ადვოკატი ამალ ალამუდინია, რომელიც იულია ტიმოშენკოს ინტერესებს იცავდა.

ჯორჯ ქლუნიმ ამალ ალამუდინთან ოფიციალურად მოაწერა ხელი. ცოტამ თუ იცის, რომ ამალი იულია ტიმოშენკოს ადვოკატი იყო ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქმეში "ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" ამალი ადვოკატების სიაში არ ირიცხება, მაგრამ მის ბიოგრაფიაში, რომელიც ვიკიპედიაზეა გამოქვეყნებული მითითებულია, რომ სწორედ ის იცავდა ამ კონკრეტულ საქმეში იულია ტიმოშენკოს.

უკრაინელი ჟურნალისტი მუსტაფა ნაიემი მიიჩნევს, რომ ამალმა მიისაკუთრა ამ საქმის წარმატება, რეალურად კი პროცესთან შეხება არ ჰქონია:

"არსებობს ეჭვი, რომ ქალბატონი ალამუდინი უცერემონიოდ ისაკუთრებს სერგეი ვლასენკოსა და ვალენტინა ტელიჩენკოს ტრიუმფს. ბედის ირონია იმაში გამოიხატება, რომ ზუსტად სამი წლის წინ 29 სექტემბერს ტიმოშენკოს ქალიშვილმა, ევგენიამ პირველად განაცხადა ყოფილი პრემიერის გუნდის გეგმებზე ეჩივლათ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში".

სერგეი ვლასენკომ ყურადღების გარეშე არ დატოვა მუსტაფას პოსტი და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი კომეტარი გამოაქვეყნა:

"ამალი აბსოლუტურად დამსახურებულად მიიჩნევს თავს იულია ტიმოშენკოს დაცვის ჯგუფის წევრად. ის და მისი კომპანია აქტიურად გვეხმარებოდნენ ექს-პრემიერის მეორე გასაჩივრების მომზადებაში".

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება