"ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის" - საქორწილო საჩუქარი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან, რომელიც 3 მლნ დოლარი დაჯდა

"ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის" - საქორწილო საჩუქარი ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისგან, რომელიც 3 მლნ დოლარი დაჯდა

ალბთ ძალიან რთულია, რამით გააოცო ბრედ პიტი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, თუმცა, მისი მეუღლე ანჯელინა ჯოლი ამას დღემდე ახერხებს. ჯოლიმ საქორწილო საჩუქრის სახით, მეუღლეს უძვირფასესი შვეიცარიული საათი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 3 მილიონი დოლარია.

იშვიათი მოდელი 1952 წელს დამზადდა, მაგრამ იმისთვის, რომ საჩუქარი კიდევ უფრო ძვირფასი გამხდარიყო, ანჯელინამ მასზე სპეციალური გრავიურა გააკეთებინა, რომელიც საათს მეტ ინდივიდუალიზმს შესძენდა. საათის უკანა მხარეს წარწერაა - "როლის ნესისგან", - სწორედ ასე ქვიათ მათ გმირებს ახალ ფილმში, რომლის გადაღებებიც მალტაზე მიმდინარეობს.

ძვირფასი საჩუქრებისა და ბედნიერი ოჯახის მიუხედავად, ბრედ პიტისთვის ამჟამადაც ამოუხსნელი რჩება ბედნიერების განმარტება.

"რა არის ბედნიერება? მე არ ვიცი ეს რა არის და არ შემიძლია მას რაიმე სახის განმარტება მივცე. მე მგონია, რომ ეს ადამიანების მიერ არის გამოგონილი. შესაძლოა, ბედნიერება უბრალოდ დადებითი ვითარებების ჯაჭვია, რომლის დროსაც თავს კარგად გრძნობ", - განაცხადა პიტმა GQ-ს ამერიკული ვერსიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, პიტი გამოტყდა, რომ ცოტა დაიღალა მუშაობისგან და სურს, რომ მეტი დრო გაატაროს საკუთარ შვილებთან. "სიმართლე, რომ ვთქვა, ძალიან ცოტა დრო მრჩება ოჯახისთვის. მინდა ბავშვებს უფრო ხშირად ვნახულობდე, ვხედავდე როგორ იზრებიან".

ამასთან ერთად, გაირკვა რომ ცოლ-ქმარს საქორწინო კონტრაქტი აქვთ დადებული, რომლის მიხედვითაც, თუკი პიტი ცოლს უღალატებს, მას წინ დიდი ფულადი დანახარჯი ელის და ჩამოერთმევა ბავშვების მოვლის უფლება.

მომზადებულია GQ-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება