უკრაინაში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი იულია ქავთარაძის შესახებ ქართველებს წლებია გვესმის. ქართული აუდიტორიისთვის ერთგვარი შოკი აღმოჩნდა, როდესაც წლების წინ აღმოაჩინეს, რომ ჯგუფ "NikitA"-ს გამომწვევი და თამამი გოგონა, რომელიც რუსულ და უკრაინულ მუსიკალურ არხებზე თითქმის შიშველი მღეროდა, ქართველი იყო.
გავიდა წლები და იულია ქართულ სატელევიზიო შოუებშიც გამოჩნდა, რამაც მის მიმართ აღფრთოვანებული მამაკაცების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა მშობლიურ საქართველოში; რაც შეეხება ქალებს, იულია ქავთარაძემ მათ საკუთარ წარსულზე გულახდილი საუბრით აუჩუყა გული, როდესაც "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" მისი ქართველი მამის და უკრაინელი დედის სირთულეებით აღსავსე სიყვარულის ისტორიაზე უამბო...
რაც შეეხება ფოტოპროექტს, რომელშიც იულიამ გამომწვევი, სექსუალური ბაიკერი განასახიერა, Marasina.com.ua-ს პროექტის ფარგლებში შეიქმნა.