ყირიმში ნინო ქათამაძის კონცერტი გააუქმეს

ყირიმში ნინო ქათამაძის კონცერტი გააუქმეს

მომღერალ ნინო ქათამაძისა და ჯგუფ "ინსაითის" კონცერტი, რომელიც სიმფეროპოლში უნდა გამართულიყო, უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ჩაიშალა. კონცერტი 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მისი გაუქმების შესახებ ინფორმაციას ყირიმის აკადემიური მუსიკალური თეატრი ავრცელებს.

მომღერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მუსიკალური ტურნე მთელს უკრაინაში გადაიდო. ღონისძიების ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან და ირწმუნებიან, რომ კონცერტები მომავალ წელს გაიმართება.

შეგახსენებთ, ნინო ქათამაძე, რომელიც ამჟამად უკრაინაში შოუ "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრია, კიევში გამართულ კონცერტებზე სკანდირებდა: "დიდება უკრაინას".

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება