"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტზე შტურმი დილიდან განაახლეს

"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტზე შტურმი დილიდან განაახლეს

"ბოევიკებმა" დღეს დილიდან მორიგი შტურმი მიიტანეს დონეცკის აეროპორტზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ხელმძღვანელის ვლადისლავ სილიზნიოვის განცხადებით, "ბოევიკებმა" შტურმი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაიწყეს.

მისივე თქმით, "ბოევიკები" უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებს ცეცხლს "გრადის", არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით უტევენ. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის აეროპორტში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. არაოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტიის ტერიტორიიდან შავი კვამლი ამოდის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა