"მოინახულე ეს ადგილები, სანამ პუტინი მოინახულებს მათ" - პარიზის მოდის კვირეულის სკანდალური კოლექცია

"მოინახულე ეს ადგილები, სანამ პუტინი მოინახულებს მათ" - პარიზის მოდის კვირეულის სკანდალური კოლექცია

პარიზის მოდის კვირეულზე გერმანული ბრენდის Talbot Runhof-ის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ყველასათვის მოულოდნელად, პოდიუმზე მოდელები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. პუტინის გამოსახულება სხვადასხვა ქალაქების ფონზე იყო დატანილი, მაისურებს ამშვენებდა წარწერა :"მოინახულე ეს ადგილები, სანამ პუტინი მოინახულებს მათ".

როგორც თვითონ დიზაინერები აღნიშნავენ, საკუთარი კოლექციით მათ სურდათ იუმორით შეხებოდნენ პოლიტიკურ თემას და გამოეხატათ საკუთარი პოზიცია ყირიმის და უკრაინის ამბების მიმართ."პუტინი საშიში, ცივსისხლიანი ადამიანია, განდიდების მანიით. ასეთი ადამიანები მთელ კაცობრიობას სიბნელისკენ მიეზიდებიან" - ციტირებს ერთ-ერთ დიზაინერს გამოცემა "Slate".

მომზადებულია m.mignews.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება