ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებული ვალდებულებები შეახსენა

ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებული ვალდებულებები შეახსენა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენა უკრაინასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისის" რუსული სამსახური ავრცელებს.

ანგელა მერკელმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მოვალეობას, გამოიყენოს საკუთარი გავლენა უკრაინაში მოქმედ პრორუს სეპარატისტებზე მათი ქმედებების აღსაკვეთად. გერმანიის კანცლერის პრესმდივნის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სრულად შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობები. შტეფან ზიაბერტის ცნობით, ორივე ქვეყნის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ გრძელდება შეტაკებები."ბიბისის" ცნობით, სატალეფონო საუბარი გერმანული მხარის თხოვნით გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა