რატომ დაშორდა ბაჩო კოლელიშვილი მოდელ შეყვარებულს

რატომ დაშორდა ბაჩო კოლელიშვილი მოდელ შეყვარებულს

ქართულმა გუნდმა ''კავკასიელებმა'' გასულ კვირას ''ჩელენჯ ქაპის'' მეორე შესარჩევი თამაში გამართა. პირველი შეხვედრა, სამწუხაროდ, ქართველმა მორაგბეებმა იტალიაში წააგეს. ამჯერად იტალიის კლუბ ''როვიგოს'' თბილისში უმასპინძლეს. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ''კავკასიელების'' ერთ-ერთ მოთამაშე ბაჩო კოლელიშვილს ვესაუბრეთ.

- ბაჩო, თამაშის წინ როგორი განწყობა გაქვს?

- საბრძოლო განწყობით ვართ, მით უფრო, რომ თამაში ჩვენს მიწაზეა. უკვე ვიცით, ამ გუნდს რა შეუძლია, რომ შემოგვთავაზოს და გააკეთოს ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ რა შეგვიძლია, რომ ამ ყველაფერს დავუპირისპიროთ. ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და დანარჩენი იღბალზეცაა დამოკიდებული.

- თქვენს ოჯახში რატომ არის რაგბი აქტუალური?

- ჩვენს ოჯახში ეს სპორტი შემოვიდა ჩემი ძმის ნათლიის, ჯაპანას წყალობით. ჯაპანას შვილი გიორგი ხურცილავა რაგბიზე დადიოდა და ჯაპანა მე და ვიტოს სულ გვეუბნებოდა, შედით ამ სპორტზეო. ოჯახიდან პირველი მე შევედი რაგბიზე. მე და გიორგი ბავშვობის ძმაკაცები ვართ. მთელ დროს ერთად ვატარებდით. ერთად მხოლოდ მაშინ არ ვიყავით, როცა ის რაგბიზე დადიოდა. მერე ჩემი ძმა დაინ-ტერესდა რაგბითი და ორ კვირაში ჩემი ძმაც შემოვიდა.

- რამდენი წლის იყავი, როდესაც რაგბის თამაში დაიწყე?

- მე ვიყავი თოთხმეტი წლის, ჩემი ძმა - თექვსმეტის, როცა ამ სპორტით დავინტერესდით. ახლა ჩვიდმეტი წლის ბიჭებმა უკვე რაგბის თამაში კარგად იციან. ჩვენს ბავშვობაში ეს ასაკი ამ სპორტისთვის არ იყო დაგვიანებული. კარგ დროს შევედით. რაგბი რთული სპორტია, მაგრამ თუ თამაში დაიწყე, ისე გიყვარდება ეს სპორტი, რომ სურვილი გიჩნდება, მაქსიმუმი გააკეთო.

- შენი ძმა უკვე რამდენიმე წელია, საფრანგეთში თამაშობს. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ რომელიმე თამაშზე თქვენ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ?

- ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ახლა იტალიას მოვუგებთ, მერე გავალთ ჯგუფურ ეტაპზე და რამდენიმე თამაშზე სულ გავიმარჯვებთ, ბოლოს აუცილებლად შევხვდებით.

- როგორ ფიქრობ, რომელი ძმის გუნდი მოიგებდა ამ შეხვედრას?

- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მგონია, რომ ჩემი ძმა მომიგებს. ჩემი ძმა გაცილებით გამოცდილ გუნდში თამაშობს. თუ თქვენ გაინტერესებთ, ჩემი ძმა უფრო ძლიერია, თუ მე, გეტყვით, რომ ვიტო უფრო ძლიერია ჩემზე (იცინის).

- ე.ი. ვიტო უფრო ბევრს ვარჯიშობდა და შენ ზარმაცობდი?

- ვიტო ჩემზე ბევრად უფრო პროფესიონალი მორაგბეა. ის თავიდანვე ჩემზე უკეთ თამაშობდა და ჩემზე უფრო ბევრს ვარჯიშობდა. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც საფრანგეთში წავიდა თავისი ნებით და გაიარა ნორმატივები, მერე კლუბში მოეწონათ და აიყვანეს. გაიზარდა, როგორც სპორტსმენი. ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. მე ამ საფეხურებს ახლა გავდივარ. ჩემი აზრით, ჩემთვის ნაკრებში თამაში ძალიან ადრეა. თუმცა ვცდილობ, ყველა თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯო.

- მგონი, წარმატებებზე ფიქრი დაგვიანებული არაა…...

- დაგვიანებული ნამდვილად არაა. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ქართულ გუნდ ''კავკასიელში''. უბრალოდ, რაგბიში ერთი ოჯახიდან ყველა ვარსკვლავს ხომ ვერ მოწყვეტს. პრინციპში, მე რატომ ვთა-მაშობ ცუდად? საქართველოში რადგან ვთამაშობ? მე საქართველოში მირჩევნია თამაში. მეც შემიძლია, რომ წავიდე საფრანგეთში, მაგრამ ჯერჯერობით აქ ყოფნა მინდა.

- წარმატებული სპორტსმენი რომ ყოფილიყავი, რაზე მოგიხდა უარის თქმა?

- ბევრ რაღაცაზე უარის თქმა გიწევს, სპორტში წარმატებას რომ მიაღწიო. პირადად მე ცხოვრებაში ბევრ რამეზე უარი არ მითქვამს და ამას სპორტში უკან დავუხევივარ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება