ყველაზე ლამაზთვალება ქართველი ვარსკვლავები

ყველაზე ლამაზთვალება ქართველი ვარსკვლავები

ლია ელიავა, ლიანა ასათიანი, ლეილა აბაშიძე, დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჯაფარიძე, ბელა მირიანაშვილი, მედეა ჩახავა – ამ საუკუნის ლეგენდარულ ქალბატონებს პროფესია მსახიობის გარდა კიდევ ერთი რამ – ლამაზი თვალები აერთიანებთ.

დღეს, როდესაც თავისუფლად შეგიძლია, პლასტიკური ოპერაცია სხეულის ნებიმიერ ნაწილზე გაიკეთო, თვალები ამ მხრივ მაინც სისუსტედ რჩება. თვალს ყველაზე მეტად ეტყობა პლასტიკური ქირურგის ხელი, ამიტომ ნებისმიერი შეხება, ექიმს მიაკითხავთ ამისთვის თუ უბრალოდ, სათვალეების მაღაზიას ლინზის საყიდლად, ადვილად შესამჩნევი ხდება.

თვალის პლასტიკურ ოპერაციებს ხშირ შემთხვევაში ჩინელები ან იაპონელები მიმართავენ, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ფორმისა და ზომის შეცვლა მუდამ აქტუალურია.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ალბათ მსოფლიოს ხალხთა შორის ქართველები ამ მხრივ გამორჩეულნი ვართ, როდესაც შეგვიძლია, თვალის სხვადასხვა ფერით მასობრივად დავიკვეხნოთ. რაც შეეხება ფორმას, საქართველოში თვალის ფორმის შეცვლის ოპერაციები კეთდება, თუმცა არცთუ ხშირად. ბევრი მაინც ვერ რისკავს, სხვადასხვა ფერის ლინზები კი პოპულარულია.

ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ პოპულარულ ქალბატონებს და მამაკაცებს, რომლებიც განსაკუთრებული თვალის ფერითა თუ ფორმით გამოირჩევიან. ''რეიტინგში'' ხშირად ვაქვეყნებთ სხვადასხვა სახის ათეულებს ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, მაგრამ ამჯერად ათეულზე ვერ შევჩერდებით. რეიტინგში ათზე მეტ განსხვავებული პროფესიის ადამიანს წარმოგიდგენთ.

ლიკა ქავჟარაძე – ამ სახელითა და გვარით ხშირად იწყება ლამაზი ქალბატონების რეიტინგი. მსახიობის განსაკუთრებული თვალის ფორმა და ფერი ხალხს ჯერ კიდევ ფილმ ''ნატვრის ხიდან'' დაამახსოვრდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება