გერმანია გაერთიანების დღეს აღნიშნავს

გერმანია გაერთიანების დღეს აღნიშნავს

გერმანიაში დღეს გაერთიანების დღე აღინიშნება. ქვეყნის გაერთიანების 24 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში დღევანდელი დღე არასამუშაოდ არის გამოცხადებული. საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. ძირითადი ღონისძიებები ჰანოვერში ჩატარდება, ისევე, როგორც ბერლინში, სადაც ბრანდენბურგის ჭიშკართან სამდღიანი ფესტივალი გაიმართება.

1990 წლის 3 ოქტომბერს, 45 წლიანი დანაწევრების შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი დასავლეთს შეუერთდა და გერმანია ისევ ერთიანი სახელმწიფო გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

გერმანიის გაერთიანებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს ბერლინის კედელი დაინგრა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ცივი ომი, რომლის პირობებშიც 1987 წლის ივნისში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ბერლინის გამყოფი კედლის წინ წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს კედლის დანგრევისკენ მოუწოდა.

"გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!" - განაცხადა რონალდ რეიგანმა.

1990 წლის 31 აგვისტოს ხელი მოეწერა გერმანიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკების გაერთიანების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა