ქართველი გოგონა ვიცე ''მის პრინცესა 2014'' გახდა

ქართველი გოგონა ვიცე ''მის პრინცესა 2014'' გახდა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სილამაზის კონკურსს ''მის პრინცესა 2014''-ზე ვიცე მისი, ქართველი გოგონა - თათია დონაძე გახდა. საქართველოდან კონკურსანტი მოდელმა და ორგანიზატორმა ია სირანაშვილმა წარადგინა. იამ ცოტა ხნის წინ მოიპოვა ლიცენზია, რომ საქართველოდან გოგონა შეერჩია. ქართველ ორგანიზატორს წარმატება მივულოცეთ და სანამ თათია საქართველოში დაბრუნდება რამდენიმე კითხვით მას მივმართეთ.

- 2011 წელს ჩინეთში გამართულ სილამაზის მსოფლიო ეროვნულ კონკურსზე ტოპ 8- ში შევედი. ამ დროს გავიცანი სილამაზის კონკურსის ორგანიზატორები. მიპატიჟებული ვიყავი რუმინეთში და ჩვენი მეგობრობა მსოფლიო ორგანიზატორებთან კიდევ უფრო გამყარდა. მათი ნდობა მოვიპოვე და

გავხდი სერთიფიცირებული მსოფლიო სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი. თათია დონაძე იყო პირველი გოგონა, რომელიც ჩემ მიერ ორგანიზებული კასტინგით შეირჩა.. მჯეროდა, რომ ის რომელიღაც ადგილს დაიკავებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი მის ტალანტსა და სილამაზეში.

თათია დონაძე 22 სექტემბერს გავამგზავრეთ ბოდრუმში ''მის მსოფლიო პრინცესა 2014''- ზე და გუშინ ის გამარჯვებული მოგვევლინა. მან ''ვიცე მის პრინცესა 2014''- ის ტიტული მიიღო.

მან ჩემი და მთელი საქართველოს იმედები გაამართლა და დაარღვია საქართველოს სიჩუმე მსოფლიო პოდიუმზე.

ეს ცოტა არ არის მაშინ, როცა საქართველოში ტიტულები ფულზე იყიდებოდა. ახლა უკვე ნამდვილი პრინცესა გვყავს საქართველოში!

- როგორც ვხვდები, ამ კონკურში მონაწილეობის მისაღებად, არაა საჭირო, რომ მოდელები სამეფო გვარის წარმომადგენლები იყვნენ.

- გვარი არაფერ შუაშია. სილამაზე, ინტელექტი და ტალანტი უნდა გქონდეს, რაც არ აკლდა თათიას.თუ გვარზე მიდგა საქმე, არც გვარი აქვს ნაკლები დონაძეა. ბოლობოლო დონეა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება