ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს დამოუკიდებლად განვითარების უფლება არ წაართვას

ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს დამოუკიდებლად განვითარების უფლება არ წაართვას

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთი გააფრთხილა, არ წაართვას უფლება მეზობელ ქვეყნებს და განსაკუთრებით უკრაინას, დამოუკიდებლად განვითარდნენ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

ჰანოვერში, გერმანიის ერთობის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევის უფლებას ართმევენ და არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უპირველესად, აუცილებელია მხარდაჭერის აღმოჩენა ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ დასავლურ ფასეულობებს და საკუთარი გზით სიარული სურთ. ამის მაგალითად მერკელმა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, როდესაც ილახება ისეთი ძირითადი ფასეულობები, როგორებიც არის თავისუფლება და თვითგამორკვევის უფლება, საჭიროა საერთო მკაფიო პასუხის გაცემა. "ევროკავშირის 28 ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთთან დაკავშირებით სწორედ ასეთი მკაფიო პასუხი იყო", - აღნიშნა მერკელმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა