გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 3 627 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 3 627 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული 30 სექტემბრის ჩათვლით, 3 627 ადამიანი დაიღუპა. როგორც გაერო-ს მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამია, 8 447-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღო.

გაერო-ს განახლებულ მონაცემებში ასევე გათვალისწინებულია უკრაინაში "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მგზავრები. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან ყოველდღიურად ირღვევა შეთანხმება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა