ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი" - ქართველების პროტესტი მოსკოვურ თბილისობას

ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი" - ქართველების პროტესტი მოსკოვურ თბილისობას

სოციალურ ქსელში მოსკოვში გამართულ თბილისობასა და ღონისძიებაში ქართველი მომღერლების მონაწილეობას ეხმაურებიან.

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

"მოსკოვურ "თბილისობას" გილოცავ ერო!

მალე თბილისური "მოსკოვობა" გვეზეიმოს, თავის გაზმანოვით და "ლუბე"-თი.

მადლობა ბრძენ კაცს!...

...მთელი დღეა ვფიქრობ, ვთქვა რამე ამ საკითხზე თუ არა.

ფაქტია რომ თქმაც შემიძლია და გაჩუმებაც.

დღის ბოლომდე გავივსე და მიუხედავად იმისა, რომ არავინ მაძალებს, მაინც გადავწყვიტე ჩემი პოზიცია გულწრფელად დავაფიქსირო.

მოსკოვურ "თბილისობაზე" მოგახსენებთ და მასში მონაწილე ქართველ შემსრულებლებზე.

წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ ბევრჯერ მომისმენია და ვიცი თითქმის ყველა არგუმენტი.

დაწყებული იმით, რომ პოლიტიკა და კულტურა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, გაგრძელებული სახალხო დიპლომატიის სიკეთეებით, იმით - თუ რა ბედნიერები იყვნენ თქვენთან შეხვედრით მოსკოვში მცხოვრები ქართველები, კიდევ იმით, რომ თქვენამდეც ბევრი ჩავიდა მოსკოვში სამღერ-საცეკვად და დამთავრებული იმით, რომ ბოლოს და ბოლოს კარგად იხდიან...

ეს ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და ვიცი ყველაფრის ფასი, მაგრამ...

სად არის პრინციპები?!

სად არის ღირებულებები?!

სად არის თქვენი პოზიცია?!

თუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზ.ა. ფაქტორები შემოქმედებითმა ვნებებმა გადაფარა?!

ან იქნებ, ამ ნაბიჯით კარიერაში გეძლევათ ახალი მწვერვალების დაპყრობის განუმეორებელი შანსი?!

- აშკარად არა!

ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი, ტანკლი-ტუნკლა კონცერტი იყო, ჩვენი ყველაზე დიდი მტრის, ჩვენი კონკრეტული ოკუპანტის დედაქალაქში!

პავლიაშვილი, გვერდწითელი, ფირცხალავა, ფურცელაძე და კიდევ ვიღაც-ვიღაცეები რუსეთში ცხოვრობენ და მათ აქამდეც იმდენ სისულელეში აქვთ მონაწილეობა მიღებული, რომ შეჩვეული ჭირივით ნაკლებად გამაღიზიანებლები არიან.

ამჯერად პუტინი-ხუბუტიას "დებიუტანტებზე" დამწყდა გული.

ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე (აფიშაზეა, ისე ვერ მოვკარი თვალი), ჯგუფი "ფრანი", ანსამბლი "მეტეხი" და სხვები...

მანდ რა გინდათ, რას აკეთებთ?!

და მე რა აგიხსნათ ახლა?!

რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე გელაპარაკოთ, თუ ამოხოცილ თქვენს თანამემამულეებზე?!

ან იქნებ ნახევარ მილიონ გაუბედურებულ დევნილზე?!

ან იქნებ მეტი სიმძაფრისთვის ანწუხელიძის წამების ვიდეო ჩაგირთოთ?!

ეს ყველაფერი ხომ ისედაც საუკეთესოდ იცით?!

დღეს თქვენი მანდ ყოფნა, მხოლოდ ერთი სტერეოტიპის განმტკიცებას ემსახურება - ქართველს ასვი, აჭამე, ფული გადაუხადე და თუ გინდა... (მოდი ასე ვთქვათ) მოსკოვში ჩამოვა და "თბილისობაზე" გიმღერებს!

გეწყინათ ჩემი სიტყვები?!

გეტკინათ ჩემი სიტყვები?!

არ იდარდოთ, არც თქვენ დამტოვეთ ვალში.

აბა თქვენ იცით, წარმატებები!

ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი"!

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მახსოვს ჩვენი "აღშფოთება" მოსკოვში მოცეკვავე თუ მომღერალ ადამიანებზე! მაშინვე ვამბობდით, აი პუტინს უმღერიან... ცუდები, ხშირ შემთხვევაში მოღალატეებსაც ვეძახდით! დღეს ყველა ჩუმად ვართ მოსკოვში წასულ ახალ შემადგენლობაზე! თბილისობა რომ იმართება, თურმე, ხუბუტიას ორგანიზებით. ორმაგი სტანდარტების ხალხი ვართ!...

...რა მოკლე ყოფილა გზა, წაღვერიდან მოსკოვამდე ხვალამდე ჩემო მეგობრებო...

...არა, ვიდრე გავალ ერთსაც ვიტყვი რა. აი ხუბუტიასთან რომ ისხდნენ რესტორანში, კმაყოფილი და გაღიმებული სახეებით, რაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ ეგ მაინტერესებს. ეხლა მართლა გავედი. ხვალამდე...".

ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ყველამ გაიგოს და იცოდეს - არცერთ ქვეყანაში არ არსებობს სამშობლოს სიყვარულის ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგაც პროფესიულ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყნის ინტერესების დაცვა. მოცეკვავეს, მომღერალს, სპოტსმენს დურგალს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსს და სხვებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თანაბრად გვაკისრებს - დავიცვათ ქვეყნის ინტერესები....

და თუ ეს არ გვესმის, რომელიმე კონკრეტული პროფესიის კუთვნილება კი არა, არაფერს წარმოვადგენთ, საერთოდ არაფერს!!!".

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

"ეს ჩემი სიბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავს!

მე ეთნიკური რუსი არ მივდივარ რუსეთში საკუთარ დეიდაშვილ-მამიდაშვილებთან რადგან, მიმაჩნია,რომ ჯერ უნდა აღდგეს მინიმალური დიპლომატიური ურთიერთობა და ჩამოვყალიბდეთ სახელმწიფო პრიორიტეტებზე.

სახალხო დიპლომატია ძალიან კარგია და რიგ შემთხვევებში აუცილებელი, მაგრამ დღეს რიგითობის პრინციპის გათვალისწინება გვმართებს- სახელმწიფოებრივი მიდგომა და ერთიანი პოზიციის დაფიქსირება უპირველეს ყოვლისა!

А банкет потом...".

იხილეთ ასევე: რატომ დატოვა ნინი ბადურაშვილმა საქართველო ლელა წურწუმიასა და ნინო ჩხეიძესთან ერთად

ქართველი მომღერლები მოსკოვში გამართულ თბილისობაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს