რაში ადანაშაულებს შორენა ბეგაშვილს ბიძაშვილი - "არ ვითხოვთ მისგან ფინანსურ დახმარებას"

რაში ადანაშაულებს შორენა ბეგაშვილს ბიძაშვილი - "არ ვითხოვთ მისგან ფინანსურ დახმარებას"

რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-ს ქეთი ბეგაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც თავი შორენა ბეგაშვილის ნათესავად გაგვაცნო და მსახიობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. ქეთის თქმით, შორენა ბეგაშვილი ნათესავებს ყურადღებას არ აქცევს.

- ქეთი, როგორი ნათესავია შორენა თქვენთვის?

- შორენა მამაჩემის ალალი ბიძაშვილია, უფრო მამაჩემი და მამიდაჩემი იცნობენ. ადრე ინტერნეტით ვკონტაქტობდით, ცოტა ხნის წინ ვთხოვე შენი ბიცოლა მძიმედ არის, ლოგინად არის ჩავარდნილი, იქნებ გამონახო დრო და მის სანახავად კახეთში ჩამოხვიდე-თქო, რაზეც სასტიკი უარი მითხრა. არ არსებობს მე კახეთში ჩამოვიდეო და "ფეისბუქზე" დამბლოკა. მანამდე იშვიათად, მაგრამ ხანდახან მომიკითხავდა ხოლმე "ფეისბუქზე".

- ბავშვობაშიც არ გქონიათ შორენასთან ურთიერთობა?

- მე არა, არ მინახავს არასდროს. ჩემებისგან ვიცი, რომ ბავშვობაში ზოგჯერ ჩამოდიოდა კახეთში. რომ ყვება, თითქოს ძალიან გაჭირვებაშია გაზრდილი, ჩემებს არ სჯერათ, რადგან მამამისი კარლო ქარხანაში მუშაობდა და კარგად იყვნენ. როგორ შეიძლება მოხუცი ქალის ნახვაზე უარი თქვა? იცით, რა მომწერა? მამაჩემიც იყო ავად და თქვენ რატომ არ მოდიოდით მის სანახავადო?

- ფინანსურ დახმარებას ითხოვდით შორენასგან?

- არა, არ ვითხოვთ მისგან არანაირ ფინანსურ დახმარებას. შორენას ბიცოლა 90 წლის არის და ლოგინად არის ჩავარდნილი, ადრე ტელევიზორში ნახა ფილმი შორენას მონაწილეობით და თქვა, ნეტა მაგის თავი მანახაო, ამიტომ მივწერე და ვთხოვე კახეთში ჩამოსვლა.

არის თუ არა ქეთი, მსახიობის ნათესავი, ეს ინფორმაცია თავად შორენა ბეგაშვილთან გადავამოწმეთ.

- შორენა, ქეთი ბეგაშვილი თქვენი ნათესავია?

- ვინც კი ბეგაშვილია, მწერს შენი ნათესავი ვარ და რატომ არ გვნახულობო. მე ჩემს ნამდვილ ნათესავებთან მაქვს ურთიერთობა და ესენი არ ვიცი, აქამდე სად იყვნენ? არ ვიცოდი ამდენი ნათესავი თუ მყავდა. შეიძლება შორეული ნათესავები ვართ, მაგრამ თვალით არ გვინახავს ერთმანეთი.

- ანუ არ არის შენი ნათესავი?

- არც კი ვიცნობ. ადრე რომ მწერდა ეგ გოგო, დედაჩემს ვკითხე და მანაც მითხრა, არ ვიცნობო. ჩემი ნამდვილი ნათესავი დედაჩემს ურეკავს, როცა დახმარება სჭირდება, ჟურნალისტს არ მიწერდა. რომ მიჭირდა, მაშინ რატომ არ მყავდა ამდენი ნათესავი? ღმერთმა ამრავლოს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება