"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტის აღება წუხელ ორჯერ სცადეს

"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტის აღება წუხელ ორჯერ სცადეს

წუხანდელი ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" სულ მცირე 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, "ბოევიკებმა" ასევე ორჯერ სცადეს დონეცკის აეროპორტის შტურმით აღება. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ტერორისტების ყველა შეტევა წარმატებით მოიგერიეს. მისივე თქმით, ტერორისტებმა ასევე შეტევები მიიტანეს დასახლებულ პუნქტებზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა