ლეონარდო დიკაპრიო კინოდან მიდის

ლეონარდო დიკაპრიო კინოდან მიდის

ამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ, რომელიც ახლახან დაშორდა თავის შეყვარებულს, უარი განაცხადა კომპანია ”ეფლის” დამაარსებელ სტივ ჯობსის როლზე. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პროფესიულ საქმიანობაში პაუზის აღება უნდა, მას შემდეგ, რაც ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ფილმზე დაასრულებს მუშაობას.

მსახიობი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ფილმზე, რომელიც ჯობსის ბიოგრაფიის ავტორის, უოლტერ აიზეკსონის და აარონ სორკინის სცენარის მიხედვით უნდა გადაიღონ. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დიკაპრიო მაშინვე დაიწყებდა ფილმზე მუშაობას, როდესაც ინარიტუს სურათი დასრულდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მსახიობმა უარი განაცხადა შემოთავაზებულ წინადადებაზე.

ახლა სტუდია ჯობსის როლზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის არიან მსახიობები კრისტიან ბეილი, მეთ დეიმონი, ბენ აფლეკი და ბრედლი კუპერი. ეს უკანასკნელი, ალბათ, უარს იტყვის პროექტზე, რადგან ცოტა ხნის წინ დათანხმდა ფილმ ”ბუღალტერში” მონაწილეობას.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება