იენს სტოლტენბერგი - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებას ნატო უზრუნველყოფს

იენს სტოლტენბერგი - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებას ნატო უზრუნველყოფს

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის, რადგან ნატო უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნორვეგია პატარა, 5-მილიონიანი ქვეყანა იყო და "ცივი ომის" დროს თავს ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდა, რადგან დარწმუნებული იყო, ნატო დაიცავდა მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიას არასდროს ჰყავდა სამხედროები ან მუდმივი ბაზები. "მესმის, რას ნიშნავს იყო რუსეთის მოსაზღვრე პატარა ქვეყანა. ძალიან კარგად მესმის, ჩვენი ყველა მოკავშირე ქვეყნის საჭიროება, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აღმოსავლელი მოკავშირეების, ვინც რუსეთს ესაზღვრება. ჩემი ამოცანაა, დავარწმუნოთ ყველა მოკავშირე თავი ისე უსაფრთხოდ იგრძნონ, როგორც ნორვეგია გრძნობდა და დღესაც გრძნობს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე გასულ კვირას ანდერს ფოგ რასმუსენი შეცვალა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა