კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჩარლი შინი ექიმს დანით მოსაკლავად დასდევდა

კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჩარლი შინი ექიმს დანით მოსაკლავად დასდევდა

ჰოლივუდის სკანდალური მსახიობის, ჩარლი შინის საქციელი, რომელმაც ყოფილი მეუღლე შვილებთან ერთად სახლიდან გააგდო, სულ უფრო სასტიკი ხდება. მსახიობი, რომელიც კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, კბილის ექიმს დანით დაესხა თავს.

ამჟამად ჩარლი დაკავებულია. ლოს ანჯელესის პოლიციაში ჟურნალისტებს ატყობინებენ, რომ შინმა თავის მკურნალ სტომატოლოგს კბილის ძლიერი ტკივილის გამო მიმართა. როდესაც მედდამ პაციენტისთვის ნიღბის გაკეთება დააპირა, შინი თითქოს გაგიჟდა. მსახიობმა გაკვირვებულ გოგონას დაარტყა, შემდეგ კი დანა აიღო და კლინიკაში კბილის ექიმს დასდევდა.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ინციდენტის ყველა მოწმე დაკითხეს. ჩარლის ერთ-ერთმა მცველმა აღიარა, რომ ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მამაკაცმა დაინახა სტომატოლოგთან ვიზიტამდე კბილის ტკივილით გატანჯულმა შინმა როგორ მიიღო კოკაინი.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება