საქართველო ლამაზი ქალების ქვეყანაა. ADAMI.GE-მ ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ჩვენი მკითხველების უმრავლესობამ გამოხატა დაინტერესება - უფრო მეტი სურთ იცოდნენ ქართველი მოდელების შესახებ. ამიტომ, პერიოდულად გაგაცნობთ მათ, ვინც წარმატებას არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც აღწევს.
ამჯერად "მის პრინცესა 2014''-ის ვიცე-მისს, თათია დონაძეს წარმოგიდგენთ.
დიახ, ეს ტიტული ქართველმა ლამაზმანმა ახლახან დაისაკუთრა, მაგრამ საზოგადოებას ის შესაძლოა, პროექტ "ნიჭიერიდანაც" ახსოვდეს.
დონაძე ასევე "მის საქართველო 2008"-ის მონაწილე და გამარჯვებულია შემდეგ ნომინაციებში - "მის ტალანტი", "მის ინტერნეტი" და რადიო "ფორტუნას" სიმპათია.
თათია ტანმოვარჯიშეა, რაც მის ტანადობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
გარდა იმისა, რომ თათიამ წარმატებას სამოდელო ასპარეზზე მიაღწია, მას ჯილდოები არც სპორტულ კარიერაში აკლია.
დონაძე 2000-2010 წლებში საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების წევრი იყო. რაც შეეხება მის სპორტულ წარმატებებს: არის მრავალგზის ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი კლუბებს შორის ჩემპიონატში, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატების მონაწილე და გრანპრის ტურნირების ფინალისტი, მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და თასის მფლობელი.