"მას აქვს თვისებები, რომელთაც ნამდვილი მამაკაცი უნდა ფლობდეს" - როგორ ეფერება თინა კანდელაკი ჩეჩნეთის მეთაურს

"მას აქვს თვისებები, რომელთაც ნამდვილი მამაკაცი უნდა ფლობდეს" - როგორ ეფერება თინა კანდელაკი ჩეჩნეთის მეთაურს

რამზან კადიროვის მიმართ თინა კანდელაკის განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ცნობილია, მაგრამ სიტყვებმა, რომლითაც ტელეწამყვანმა ჩეჩნეთის მეთაურს მიულოცა დაბადების დღე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თინა კანდელაკს ის იდეალურ მამაკაცად  მიაჩნია.

"არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ არსებობს თვისებები, რომელთაც უნდა ფლობდეს ნამდვილი მამაკაცი - ეს არის დასახული მიზნისკენ სვლის შეუპოვარი ენერგია, რომელიც განსაზღვრავს მისი ცხოვრების ნებისმიერ დღეს და საკუთარი ენერგიით ირგვლივ ყველას ავსებს. ყურანში ნათქვამია: "ადამიანი მიიღებს მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც სურს".

რამზან კადიროვი ზუსტად ასეთი მამაკაცის მაგალითია, რომელსაც შეუძლია თავის მიზნისკენ წაგიყვანოს, რადგან მისი ცოდნა და რწმენა წინასწარ განსაზღვრავს მიზნის ვექტორს არა მხოლოდ ახლობელი ადამიანებისთვის, არამედ მთელი რესპუბლიკისთვის. რამზან, მინდა ამ დღეს გისურვო, რომ მუდამ ასეთი ძლიერი და თავდაჯერებული დარჩენილიყავი. შენ ძალიან ბევრი გააკეთე და ყოველთვის იცოდი, როგორ მოქცეულიყავი სწორად!", - ამ ტექსტით ულოცავს თინა კანდელაკი ჩეჩნეთის პირველ პირს დაბადების დღეს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

თინას ამ მილოცვას ”ფეისბუქზე” ძირითადად, უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება