ინდოეთის ოკეანეში "მალაიზიის ავიახაზების" დაკარგული "ბოინგ 777"-ის ძებნა განახლდა

ინდოეთის ოკეანეში "მალაიზიის ავიახაზების" დაკარგული "ბოინგ 777"-ის ძებნა განახლდა

ინდოეთის ოკეანეში "მალაიზიის ავიახაზების" დაკარგული "ბოინგ 777"-ის ძებნა განახლდა. "ბიბისის" ცნობით, დაკარგული ბოინგის ძებნა დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროდან 1,8 კილომეტრზე განახლდება. საძიებო სამუშაოებში მონაწილეობას სამი ხომალდი მიიღებს. "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777"-ი 8 მარტს გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 239 ადამიანი იმყოფებოდა.

"მალაიზიის ავიახაზების" წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავი ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პერტთან, ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. დაკარგული თვითმფრინავის ძებნაში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ი, მალაიზია, ავსტრალია და ჩინეთი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა