2014 წლის ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ბრიტანელ-ამერიკელ ნეირობიოლოგს ჯონ ო"კიფსა და ნორვეგიელ მეცნიერებს , ცოლ-ქმარს ედვარდ და მაი-ბრიტ მოსერებს მიენიჭათ ტვინის GPS სისტემის აღმოჩენისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ "ჰაფინგტონ პოსტი" ავრცელებს.
ნობელის ასამბლეის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ, თუ როგორც ქმნის ტვინი "სივრცის რუკას" ადამიანის გარშემო და ეხმარება მას ორიენტირებაში. "აღმოჩენამ გადაჭრა პრობლემები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფოლოსოფოსებსა და მეცნიერებს აწუხებდათ", - ნათქვამია განცხადებაში.
უცხოური მედიის ცნობით, გამარჯვებულ მეცნიერებს ფულადი პრიზის სახით 1,1 მილიონი დოლარი გადაეცათ, რომლის ნახევარი ჯონ ო"კიფმა მიიღო, ნახევარი კი ნორვეგიელმა ცოლ-ქმარმა. გასულ წელს ნობელის პრემია მედიცინის დარგში ამერიკელ მეცნიერებს - ჯეიმს როტმანსა და რენდი შეკმანს, ასევე გერმანელ მეცნიერს ტომას სანდოფის გადაეცათ აღმოჩენისთვის, თუ როგორ ხდება ქსოვილების სისტემის ტრანსპორტირება. 10 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გამოვლინდება მშვიდობის დარგში.