გიორგი ნაზღაიძე ორი წელია, სამსახურს ეძებს

გიორგი ნაზღაიძე ორი წელია, სამსახურს ეძებს

18 წლის იყო გიორგი ნაზღაიძე, როდესაც პირველად პოპულარობის გემო იგრძნო. რეალურმა შოუმ - ''მდიდრები და ღარიბები'' ცხოვრების გზა შეუცვალა და კალათბურთიდან შოუბიზნესში ამოყო თავი. მის კარიერას ყოველთვის თან ახლდა სკანდალები. დაპირისპირება ია ფარულავასთან, რომელსაც ეჭვი შეეპარა მის პოპულარობაში და უამრავი ჭორი, რომელიც მის გარშემო მუდმივად ტრიალებს.

- პირველად პოპულარობა ისეთ დროს შევიგრძენი, სად იყო მაშინ შოუბიზნესი (იცინის), მე რომ ჟურნალების გარეკნებზე ვიყავი გამოჭიმული... 18 წლის ვიყავი, როცა რეალურ შოუ ''მდიდრებსა და ღარიბებში'' მივიღე მონაწილეობა. მაშინ პოპულარობა სხვანაირად იგრძნობოდა, ხალხიც სხვანაირად აღიქვამდა, დიდი ტალღა იყო ადამიანებისა, რომლებიც ჩემზე გიჟდებოდნენ და საჩუქრებს მიგზავნიდნენ.

- გინდოდა პოპულარობა?

- ასე გამიზნულად არ მნდომებია. ჟურნალისტები არ ინტერესდებიან, რა მიღწევები მქონდა კალათბურთში, უამრავი დიპლომი და თასი მაქვს და არა მხოლოდ საქართველოში მიღებული, რვა წელი დავდიოდი სპორტის ამ სახეობაზე, შემდეგ ტრავმის გამო მომიხდა თავის დანებება, მაგრამ მინდოდა, სპორტს გავყოლოდი და პოპულარობაზე ნაკლებად ვოცნებობდი. წესით, დღეს კალათბურთელი უნდა ვყოფილიყავი. ამ რეალურმა შოუმ, შემდეგ სამოდელო ბიზნესში ჩართვამ სხვა გზით წამიყვანა. გავხდი წლის მამაკაცი, სხვადასხვა მაღაზიის სახე...

- გახდი პოპულარული და მერე სკანდალებით ამას შენც შეუწყვე ხელი.

- მაშინ სულაც არ მახასიათებდა სკანდალური განცხადებები. ზოგადად, ეს ჩემი ხასიათია. მეგობრებთანაც რომ ვზივარ, მათთანაც მომდის მცირე კონფლიქტები ჩემი რომელიმე ნათქვამის გამო. უბრალოდ, ასეთი ხასიათი მაქვს. ხანდახან გამიკეთებია ისე, რომ საჭირო ადგილას საჭირო რამ ჩამიგდია. ამას მხოლოდ მე არ ვაკეთებ. ცნობილ სახეებს საზღვარგარეთ ამ ყველაფერს პიარის სპეციალისტები უგეგმავენ.

- ერთ-ერთი ასეთი დაგეგმილი ინციდენტი ია ფარულავასთან შენი დაპირისპირება ხომ არ ყოფილა? როგორ დასრულდა ის დავა?

- სასამართლომდე ვერ მივიდა, მე ჩივილს ვაპირებდი, მაგრამ იას უწყება ვერ ჩავაბარე. თუმცა ეს დაგეგმილი არ ყოფილა. გადაცემის მსვლელობისას მომაყენა შეურაცხყოფა, თითქოს მე ჩემით არაფრისთვის არ მიმიღწევია და დამეხმარნენ, ისევე, როგორც ბევრს შოუბიზნესში. ვინ როგორ აღწევს რაღაცებს, ყოველთვის ჩანს. იქვე გავეცი საკადრისად პასუხი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მაინც ქალია და რაღაცებს გადავაბიჯე, რაც არასწორი იყო, თუმცა მისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვდი სასამართლოს გზით. რადგან უწყება ვერ ჩავაბარე, ამაზე უარი ვთქვი. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამ სფეროში არ ტრიალებენ, მითხრეს, ვიღაცისთვის თავს რატომ იწუხებო. მათთვის მეც ვიღაც ვარ, რადგან შოუბიზნესი საქართველოში არ არსებობს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება