"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა სირია-თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქის ნაწილი დაიკავეს

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა სირია-თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქის ნაწილი დაიკავეს

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" სირია-თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანეს სამი რაიონი დაიკავეს. "ბიბისის" ინფორმაციით , ისლამისტმა "ბოევიკებმა" სახლებსა და გორაკებზე შავი დროშები გამოფინეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კობანეში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" შესვლის შემდეგ 2 ათასამდე მოსახლემ ქალაქი დატოვა. საერთო ჯამში, ქალაქიდან იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 160 ათას სირიელს შეადგენს, რომელთა შორის ძირითადად ქურთები არიან.

"თუ ასე გაგრძელდება და კობანეს მცხოვრებლებს და ქურთ მებრძოლებს საერთაშორისო და სამხედრო დახმარება არ გვექნება, "ისლამური სახელმწიფო" ქალაქზე კონტროლს მთლიანად დაამყარებს", - განაცხადა ქურთთა რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენელმა აშშ-ში კარვან ზებარიმ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა