ზაზა გაბედავა ნაგავია, დედა უნდა მოუ*** - ირინა სარიშვილი

ზაზა გაბედავა ნაგავია, დედა უნდა მოუ*** - ირინა სარიშვილი

პოლიტიკურად პასიური ირინა სარიშვილი Facebook-ზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა. სარიშვილი ვრცელ სტატუსში ბოლო დღეების სკანდალებს გამოეხმაურა, და საკუთარი მოსაზრება ეკა ბესელიას ევროსაბჭოში გამოსვლაზე და მოსკოვში გამართული "თბილისობის" მონაწილე მომღერლებთან დაკავშირებით დააფიქსირა.

Facebook/ ირინა სარიშვილი:

"ორი საზიზღრობა ვნახე დღეს, ორივე პოლიტიკურ ნიადაგზე!!!

ერთი – "პრაიმტაიმსში" გამოქვეყნებული უბინძურესი სტატია ეკა ბესელიაზე (ეს ამ გაზეთის სტილია, სხვის საცვლებში ქექვა და ბინძური ჭორების გავრცელება); მეორე, ვინმე ზაზა გაბედავას წერილი ნინო ჩხეიძის ქმრის მისამართით!!!

მე ეკა ბესელიას მეხოტბე არ ვარ, ყველამ კარგად იცის!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაში დავუკრა მის პირად ცხოვრებაზე ბინძური სტატიების გამოქვეყნებას!!! ეს ნაძირლობაა და ამისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს!!!

არც ნინო ჩხეიძის სიმღერა მომწონს და არც მისი ქმრის პოლიტიკურ შეხედულებებს ვიზიარებ!!! არც ის მაინტერესებს, ვინ სად მღერის!!! მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც ადამიანმა არასოდეს უნდა გადალახო!!! თუნდაც ეს შენს მოსისხლე მტერს ეხებოდეს!!! როცა ქალის ქმარს კაცი (ზაზა გაბედავა) მიწერ, ჩამოდი შე მათხოვარო, შენი ცოლი აქ გვყავს და მშვენივრად ერთობა, და ფული თუ არ გაქვს, მე დაგაფინანსებო, შენ ცოლს (ჩხეიძეს) კიდევ არ მოვაწყენთო, აი ამის შემდეგ აქვს ხალხო მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია აქვს და ვინ ვისი მომხრე ან წინააღმდეგია?!!!!!!!!! ამის დამწერი ზაზა გაბედავა რომ კაცი კი არა, ნაგავია, არამზადაა და დედა უნდა მო@@@@ა, ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში?!!!! აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ნინო ჩხეიძე სად მღერის, ან მანამდე მისმა ქმარმა რა დაწერა?!!!!!

ცუდი ცუდია და ნაძირალა ნაძირალაა, ვისკენაც არ უნდა იყოს ის!!! და სანამ ამას არ შევიგნებთ, მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!!! სანამ მზად ვართ ყველაფერზე ხელისმომწერი ნაძირალა ავიტანოთ ჩვენს გვერდზე, თუ ის ჩვენს პოზიციას ეთანხმება და მხოლოდ მაშინ მოვექცეთ საკადრისად, როცა ის ჩვენსკენ აღარ იქნება, ვერანაირი სტრატეგია, ვერანაირი ხელისუფლება ქვეყანას ვერ გადაარჩენს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებებს ჩვენ ვირჩევთ!!! და როგორებიც ვართ, ისეთს ავირჩევთ ყოველთვის!!!

ვინც ეკა ბესელიაზე ეს ბინძური სტატია დაწერა, ვინც დაბეჭდა და ვისაც მოეწონა, ყველა ნაძირალაა!!!

ზაზა გაბედავას ღია წერილზე ნინო ჩხეიძის ქმრის მისამართით ვინც ტაში დაუკრა და მოიწონა, გაბედავასთან ერთად არაკაცი, არაქალი და ნაძირალაა!!!

ეს ასეა და მორჩა!!!

P.S. ყველას გთხოვთ, კომენტარებით ამ სტატუსის თემას არ გავცდეთ: საკმაოდ მარტივი გასაგებია, რომ აქ პოლიტიკაზე კი არა, კაცობაზე და ადამიანობაზეა საუბარი! ასევე გთხოვთ, არცერთი ეს სიბინძურე კომენტარებში კედელზე არ დამიდოთ!", - წერს ირინა სარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ| ვხსნი ჩატს, რომელშიც ზაზა გაბედავა ამ წუთებში დამიკავშირდა - სარიშვილი გაბედავასთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს