აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდში 64 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ანატოლი მატიოსის განცხადებით, ამ პერიოდში 346 სამხედრო დაიჭრა. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის არიან მესაზღვრეები, ნაციონალური გვარდიის მებრძოლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმავლობაში 33 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
"უნიანის" ინფორმაციით, საძიებო ჯგუფმა "სახალხო ხსოვნის კავშირი" საურ-მაგლის რაიონში ექვსი უკრაინელი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინა.