ფიზიკის დარგში ნობელის პრემია სამმა იაპონელმა მეცნიერმა მიიღო

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია სამმა იაპონელმა მეცნიერმა მიიღო

2014 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ იაპონელ მეცნიერს - ისამუ აკასაკის, ჰიროში ამანოსა და შუჯი ნაკამურას გადაეცათ. "ბიბისის" ცნობით, პროფესორებს ნობელის პრემია ცისფერი მანათობელი დიოდების გამოგონებისთვის გადაეცათ, რამაც ხელი შეუწყო ენერგოეფექტური თეთრი სინათლის წყაროების წარმოებას.

"გასაოცარია ის, რომ აქამდე ამის გაკეთება ბევრმა დიდმა კომპანიამ სცადა, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ დღევანდელი გამარჯვებულები არ შეეპუენ მარცხს, მცდელობები არ დაიშურეს და საბოლოოდ მიაღწიეს წარმატებას", - აღნიშნა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ პერ დელსინგმა.

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში გასულ წელს ბრიტანელ პიტერ ჰიგსსა და ბელგიერ ფრანსუა ანგლერს გადაეცათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა