თინა კანდელაკის ხოტბა იუბილარ ვლადიმე პუტინს - "მას გააჩნია საჭირო თვისებები, რომ ღირსეულად მართოს ჩვენი ხომალდი"

თინა კანდელაკის ხოტბა იუბილარ ვლადიმე პუტინს - "მას გააჩნია საჭირო თვისებები, რომ ღირსეულად მართოს ჩვენი ხომალდი"

თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა, რომლის თარგმანსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძალაუფლება და გავლენა ადამიანს იმ სტატუსით არ მიენიჭება, რომლითაც მას ხალხი აჯილდოვებს. პირველ რიგში, ეს თავად ადამიანის ხასიათის ნაწილია, მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის მართვა ნამდვილი ნიჭია. როგორც ვუდრო უილსონი წერდა, "ძალაუფლება შედგება უნარისგან, დაუკავშირო საკუთარი სურვილი სხვების მიზნებს, რათა მართო გონების და თანამშრომლობის მიხედვით".

პუტინს გააჩნია საჭირო თვისებები, რომ ღირსეულად მართოს ჩვენი ხომალდი, რომლის მოცულობაც მთელ კონტინენტს უდრის. ჩვენი პრეზიდენტის ფორმიდან გამომდინარე, ჯანმრთელობა მას მშვენიერი აქვს და ხომალდის მართვას ის დიდი ხანი აპირებს. დანარჩენი სამყაროს შემხედვარე, მინდა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჯანმრთელობა ვუსურვო და ის, რომ ჩვენს ქვეყანას არასასიამოვნო სურპრიზები რაც შეიძლება ცოტა ჰქონდეს. ჩვენ ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია, რომ შექმნილი სიტუაცია შინაგანი ზრდისთვის გამოვიყენოთ და საკუთარი ძალები გადავაწყოთ.

ხელისუფლების კრიტიკა მარტივია: საკუთარი სამზარეულოდან საერთოდ კაიფია, ყველაზე კარგია, როდესაც ეს სამზარეულო ევროპაშია. სულ სხვა საქმეა იმის გაგება, რომ ქვეყანას სჭირდება, რომ ყველა ადამიანმა იმაზე იფიქროს, რა შეუძლია გაუკეთოს საკუთარ ქვეყანას. როგორც რუსული პრაქტიკა გვიჩვენებს, ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი რუსეთისთვის აკეთებდა და აკეთებს კონკრეტულ საქმეებს. მინდა, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არც ჩვენ გვეშინოდეს. აი ასე. ხო, დაბადების დღეს გილოცავ", - წერს თინა კანდელაკი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება