"ჩანს, რომ ცირკში აღარ ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" შთამბეჭდავი გახსნა

"ჩანს, რომ ცირკში აღარ ვართ" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" შთამბეჭდავი გახსნა

ტელეკომპანია "იმედმა" მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-5 სეზონი დაიწყო. მასში მონაწილეობენ ქართული შოუ-ბიზნესისა და საზოგადოების ცნობილი სახეები: ნინი ბადურაშვილი, თორნიკე ტყემელაძე, მარიამ სანოგო, ნოდიკო ტატიშვილი, მარგო ლუჩკო, ზუზუ ბეჟაშვილი, ნუცა ბუზალაძე, მარიამ როინიშვილი, ზურა მანჯავიძე, ვიქტორია პლეშაკოვა, ზურა გორგაძე დას ხვები. შოუს გახსნის ცერემონიაზე წყვილებმა საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა წარმოადგინეს.

12 წყვილი ასე გადანაწილდა: მარიამი და რეზიკო, ზურა და მზია, თორნიკე და ლელა, ვიქრტორია და რამაზი, იოანე და ვერკა, ნუცა და რატი, ნინი და ოთო, მარიამი და ლევანი, მარგო და გიორგი, ზურა და სალომე, ნოდიკო და ჯულიანა, ზუზუ და ლიკა.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-5 სეზონის ჟიური უცვლელია: ქართულ ნაციონალურ ბალეტ "სუხიშვილიების" ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე, მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი. შოუს კვლავ უძღვებიან: მსახიობი და ტელწამყვანი დუტა სხირტლაძე და ტელეწამყვანი ანი ქორქია.

პირველ არასაკონკურსო ტური ნუცა ბუზალაძემ და რატი გაჩეჩილაძემ გახსნეს და მაყურებელს სამბა წარმოუდგინეს. ჟიურისგან ქებაც დაიმსახურეს. "ჩანს რმ ცირკში აღარ ვართ" - შეაქო ჩეტკოევმა ბუზალაძე. მათ ჯამში 23 ქულა (8,8,7) დაგროვეს.

ნახეთ ვიდეოკოლაჟი:

ნუცა ბუზალაძე, ნინი ბადურაშვილი, მარიამ როინიშვილი... - "ცეკვავენ ვარსკვლავების" შთამბეჭდავი გახსნა

ჩერტკოევ-ლუჩკოს სახალისო დიალოგი "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

"ჩანს, რომ ცირკში აღარ ვართ" - გოჩა ჩერტკოევმა ნუცა ბუზალაძე შეაქო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება