თურქეთში ქურთების მოწყობილ აქციებზე 12 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ქურთების მოწყობილ აქციებზე 12 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ქურთების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. "ბიბისის" ინფორმაციით, თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში, საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებიც თურქეთს სირიის ქალაქ კობანში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თურქეთის ვიცე პრემიერის, იალჩინ აქდოგანის განცხადებით, თურქეთი ყველაფერს აკეთებს, რისი გაკეთებაც შეიძლება და მასიური ტყუილი უწოდა ბრალდებას, რომ ქვეყანა არაფერს აკეთებს კობანის მკვიდრთათვის.

"ბიბისის" ცნობით, თურქეთის ჯარი და ტექნიკა საზღვართან განთავსდა, თუმცა სირიაში არ გადასულან.გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილმა კოალიციამ კობანში ავიაშეტევები განახორციელა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ. სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ, "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქი კობანი ორშაბათს დაიკავა და შავი დროშები გამოფინა. კობანისთვის სამკვირიანი ბრძოლების შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა. ქალაქი საერთო ჯამში, 160 ათასმა ადამიანმა დატოვა და თურქეთში გადავიდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა