დონეცკში სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

დონეცკში სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა დონეცკში წუხანდელი ღამის განმავლობაში. უკრაინული მედიის ცნობით, ამჟამად ქალაქში შედარებით მშვიდი ვითარებაა. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმეორებით გამოცხადების შემდეგ, "ბოევიკებმა" სულ მცირე 10-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, გუშინ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში განმეორებით გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ე.წ. სიჩუმის რეჟიმი, რომელიც გუშინვე, ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან ამოქმედდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა