კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი (+ვიდეო)

კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი (+ვიდეო)

მსოფლიო ვარსკვლავი, "გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი ქართველ მსმენელს მიმართავს (იხ. ვიდეო).

თბილისში, 12 ოქტომბერს სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი" გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "არტპალასიდან" აცნობეს, საქართველოში ეს პირველი ცდაა, შეიქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო მომსახურების ცენტრი.

"არტპალასის" გახსნაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა მსოფლიო ვარსკვლავი, "გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი. იგი, პაატა ბურჭულაძესთან, ნიკოლოზ რაჭველსა და "არტპალასის" დამაარსებელ გია ანდღულაძესთან ერთად, საზეიმოდ გახსნის ათსართულიან ოფისს, რომელიც სპეციალურად ამ ცენტრისთვის აშენდა. დასავლური სტანდარტებით აგებული შენობა, მასში განთავსებული უახლესი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, საქართველოში უპრეცედენტოა.

კომპანია მიზნად ისახავს მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ხმის ჩაწერის, რეკლამის დამზადების, ვიდეო და ფოტო-მომსახურების, ღონისძიებათა დაგეგმვისა და ორგანიზების, ტურიზმისა და პოლიგრაფიის სფეროებში.

"არტპალასის" მისია საქართველოს კულტურული ცხოვრების ახლებური განვითარება, შემოქმედებით თაობათა ურთიერთკავშირი, ხელოვნებისა და ბიზნესის ინტერესთა ჰარმონიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვებაა, რაც გულისხმობს საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, მსოფლიოში აღიარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას, სახელოვნებო კოლეჯის გახსნას, ასევე - განათების მხატვართა, ხმის რეჟისორთა, წამყვანთა და სხვა კვალიფიციური კადრების მომზადებას, ქვეყნის საუკეთესო შემოქმედებითი ძალების კონცენტრირებას, ახალგაზრდა თაობისათვის შემოქმედებითი ცენტრის შექმნას.

13 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი" ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებული მესაყვირის კრის ბოტის, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს. სოლისტები: საი სმიტი (ვოკალი) და ლუსია მიკარელი (მევიოლინე).

შემოსული თანხით ფონდი "იავნანა" სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საკუთარ სახლს შეიძენს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "არტპალასის" გახსნაზე თბილისს კრის ბოტი ეწვევა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება