ქალაქ კობანში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელდა

ქალაქ კობანში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელდა

აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილმა "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო კოალიციამ სირიის ქალაქ კობანში ისლამისტთა დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური ავიაშეტევები განახორციელა."ბიბისის" ინფორმაციით, სირიელი ქურთების განცხადებით, ავიაშეტევები ეფექტური იყო, თუმცა მათი განხორციელება მანამდე უნდა მომხდარიყო. მათივე თქმით, 8 ოქტომბერს განხორციელებულმა ავიაშეტევებმა ისლამისტთა შეტევები შეაჩერა, თუმცა კობანში ბრძოლები კვლავ გრძელდება.

"კოალიციას ასე ეფექტურად და ასეთი ძალით მანამდე რომ შეეტია, "ისლამური სახელმწიფო" ქალაქამდე ვერ მოაღწევდა და ამდენ ადამიანს არ გაანადგურებდა", - განაცხადა კობანის ქურთთა ერთ-ერთმა მეთაურმა მეისა აბდომ."ბიბისის" ინფორმაციით, გაერო-ს ელჩმა სირიაში სტაფან დე მისტურამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველაფერი იღონოს, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" კობანი სრულად არ დაიკავოს."ისლამისტების მიერ კობანის დაკავება ადამიანების ჟლეტა და ჰუმანიტარული ტრაგედია იქნება", - განაცხადა გაერო-ს ელჩმა სირიაში.

სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქ კობანის რამდენიმე რაიონი ორშაბათს დაიკავეს და ქალაქში შავი დროშები გამოფინეს. სამკვირიან შეტაკებებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქი საერთო ჯამში, 160 ათასმა ადამიანმა დატოვა და თურქეთში გადავიდა.

კობანის დაკავებას საპრტოტესტო აქციები მოჰყვა თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ სორის ანკარასა და სტამბოლში. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების დასშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს თურქეთში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა