დონეცკში ტერორისტებმა რვა მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს

დონეცკში ტერორისტებმა რვა მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს

რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 9 დაიჭრა დონეცკში, ტერორისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით , გუშინ საღამოს "ბოევიკებმა" ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის რკინიგზის ვაგზალს. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, გუშინ "ბოევიკები" ასევე შეეცადნენ დონეცკის აეროპორტის შტურმით აღებას, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი შეტევა მოიგერიეს.

დიმიტრი ტუმჩუკის განცხადებით, "ბოევიკებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე 30-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. 7 ოქტომბერს აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში განმეორებით გამოცხადდა ცეცხილს შეწყვეტის რეჟიმი, ე.წ. დუმილის რეჟიმი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა