კაცი, რომელიც საქართველოში 17-დან 25 წლამდე გოგონებს ეძებს - შეესაბამება თუ არა ქართული სილამაზე მსოფლიო სტანდარტებს

კაცი, რომელიც საქართველოში 17-დან 25 წლამდე გოგონებს ეძებს - შეესაბამება თუ არა ქართული სილამაზე მსოფლიო სტანდარტებს

ქართველი გოგონა საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ გასულა, თუმცა სანატრელი შედეგისთვის ვერასდროს მიუღწევია (პირველ-მეორე ადგილს ვგულისხმობ)... მიუხედავად ამისა, ქართველები ამ მიმართულებით მაინც არ კარგავენ იმედს და ქვეყანას ბოლო დროს კიდევ ერთი ოპტიმისტი - ირაკლი კახნიაშვილი შეემატა, რომელიც ამ ბიზნესში თავისი სიტყვის თქმას აპირებს.

"ამჯერად მსოფლიო ტოპ მოდელის შესარჩევ ტურს ვატარებთ, საქართველოს სახელით, ულამაზეს გოგონას აღმოვაჩენთ და შემდგომში ტიტულოვანი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ფინალი ჩატარდება. მასში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს", - ამბობს ირაკლი, სამოდელო სააგენტო "ირაკლეონის" დამფუძნებელი, მსოფლიო სილამაზის ორგანიზაციისა და მსოფლიო სილამაზის კონგრესის რეგიონალური დირექტორი. როგორც ამბობს, ასევე საერთაშორისო სილამაზის მრავალი კონკურსის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელიც ვარო.

რაკი მსოფლიო სილამაზის ორგანიზაციებიდან ლიცენზიები გვაქვს, ე.ი. სულ ცოტაღა გვკლებია - ლამაზი გოგონები, რომლებიც მსოფლიოს გააოცებენ...

ამ პრობლემურ საკითხებზე თავად ირაკლი კახნიაშვილი გვესაუბრება.

- ''მსოფლიო ტოპ მოდელის'' კონკურსზე ქართველი გოგონას გაგზავნას აპირებთ. როგორ გგონია, შეირჩევა საქართველოში იმ სტანდარტებისა და პარამეტრების მქონე გოგონა, როგორსაც ისინი ითხოვენ?

- ''მსოფლიო ტოპ მოდელს'' მართლაც თავის კრიტერიუმები აქვს, რომლებსაც უნდა დავექვემდებაროთ. მნიშვნელოვანია ასაკი - გოგონა 17-დან 25 წლამდე უნდა იყოს. მისთვის მინიმალური სიმაღლე - 172 სმ-ია. ასევე ითხოვენ, რომ ჟიურის იურისტი აკონტროლებდეს იმისთვის, რომ ყველაფერი ობიექტურად ჩატარდეს.

- საერთაშორისო კონკურსებზე არასდროს გაუმარჯვია ქართველ გოგონას...

- ეგ მართალია, არასდროს გაუმარჯვია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვუგულშემატკივროთ მას და იმედი დავიტოვოთ, რომ კონკურსიდან ტიტულით დაგვიბრუნდება. სხვათა შორის, ამ კონკურსის საპრიზო ფონდია - 125.000$.

- ე.ი. იმის გჯერათ, რომ ისეთ კანდიდატს შეარჩევთ, რომელიც გააოცებს მსოფლიოს?

- მჯერა, რომ შევარჩევთ საუკეთესოს. ჟიური ამიტომაა, რომ შეაფასოს და აირჩიოს საუცხოო გარეგნობის გოგონა.

- რითია ქართველი გოგონა განსხვავებული მსოფლიოს სხვა კუთხის წარმომადგენლისგან?

- ქართველ ქალს ერთი გამორჩეული რამ აქვს, რითაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ნაკლებად ხასიათდებიან. ქართველი გოგონა ყველაფერს ალღოს გაცილებით მცირე დროში უღებს, არიან შრომისმოყვარენი და განსაკუთრებულად ლამაზები, საოცარი იერი, გარეგნობა და გამომეტყველება აქვთ.

- უცხოეთში დიდი ხანი ცხოვრობდით. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდით. როგორ ფიქრობთ, ამ წლებმა ქართველი ქალის გარეგნობაში რაიმე თუ შეცვალა?

- ჩემი სხვა ქვეყნებში დიდი ხნით ყოფნამ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ლამაზი ერი ვართ, თითქოს შუბლზე ყოველ ჩვენთაგანს აწერია სიტყვა - ქართველი...

- ახალგაზრდა, დამწყებ მოდელებზე რას იტყვით?

- ჩემს სააგენტოში ბევრი ახალგაზრდა მოდელი გაწევრიანდა, მართლა უნიკალური ახალგაზრდობა მოდის, - ლამაზები, ტანადები და ეს მიხარია.

- როგორია ზოგადად მასა და არა მხოლოდ ისინი, ვინც სილამაზეს ემსახურებიან...

- მასა მრავალფეროვანია, მაგრამ შემიძლია ყურადღება გავამახვილო ქალურ სილამაზეზე, ვინაიდან "ირაკლეონი" მთელი გუნდით ვემსახურებით სწორედ ამ სილამაზეს...

- რას ურჩევდით ქართველ გოგონებს?

- ქართველ მოდელებს აკლია ერთი რამ: დომესტიკური ბაზა,ანუ სამოდელო სფეროში პერსპექტივა საქართველოში ჯერჯერობით 0-ია.

- და რატომ გგონიათ, რომ ამ მიმართულებით სწორედ თქვენ შეძლებთ რაიმეს გაკეთებას?

- მე და ჩემი გუნდი საერთაშორისო სამოდელო სახლებთან ვთანამშრომლობთ და მცირე ხანში ქართველ გოგონებს ამ სფეროში წარმატებულებს გავხდი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება